სპორტი

ჯეიდონ სანჩო “მანჩესტერ იუნაიტედმა” 85 მლნ. ევროდ იყიდა

სატრანსფერო ბაზარზე ზაფხულის პირველი ტოპ_ ტრანსფერი ფაქტიურად დადასტურებულია: დორტმუნდის ბორუსიას შემტევი ჯეიდონ სანჩო ამიერიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს.

გუნდები მოლაპარაკების შედეგად, გარკვეულ ღირებულებაზე შეთანხმდნენ. 85 მლნ.ევრო ის თანხაა, რომელსაც ინგლისური გრანდი გერმანულ კლუბს სანჩოს სანაცვლიდ გადაუხდის. იქნება ბონუსებიც, _ აღნიშნეს მხარეებმა.

დორტმუნდის გენერალურმა მენეჯერმა ვატცკემ განაცხადა, რომ არც ჯეიდონის წასვლა და არც ის ფული არ უხარია, რადგან იმ ფასს, რასაც ახლა კლუბი მიიღებს, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც შემტევი ბორუსიაში აკეთებდა. ეს თავად ფეხბურთლის სურვილი იყო,- _აღნიშნა ვატცკემ.

ჯეიდონ სანჩო ბორუსიამ მანჩესტერ სიტისგან 2017 წელს 7,8 მლნ. ევროდ იყიდა. სწორედ ამიტომ ჩაიდო კონტრაწტში ის პუნქტი, რომლის თანახმადაც ახლა ქალაქელები სანჩოს ფასიდან 15 პროცენტს მიიღებენ. გერმანიის ჩემპიონატში სანჩომ ბორუსიას მაისურით 104 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის 27 შეხვედრაში კი მეტოქეთა კარები 5 ჯერ დალაშქრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button