ჯეიმს ბონდის როლზე ბრიტანელი მსახიობი თეო ჯეიმსი დაამტკიცეს

დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიმს ბონდის როლზე ოფიციალურად დაამტკიცეს 31 წლის ბრიტანელი მსახიობი თეო ჯეიმსი. მსახიობის მონაწილეობით პირველი ფილმი 2017 წელს გამოვა.

ასევე, ცნობილია, რომ ახალ ფილმზე მუშაობას არ აპირებს „სპექტრის“ რეჟისორი სემ მენდესი.

ბონდიანას ბოლო სამ ფილმში მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი დენიელ ქრეიგი ასრულებდა, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბონდი იყო ფილმის არსებობის ისტორიაში.

როლზე ახალი მსახიობის დამტკიცებას უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა, ძირითადად, ბონდის ქალ თაყვანისმცემლებს შორის. ნაწილს თეო ჯეიმსი მოსწონს, ნაწილი თვლის, რომ დენიელ კრეიგი უკეთესი ბონდი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button