მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ჯეიმს მაკკლირი – რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა

საქართველოში პრო-რუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა, რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის ივანიშვილის დასანქცირების დროა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“უზარმაზარი სკანდალი – საქართველოში პრო-რუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოსი წლებია შეუფერხებლად მუშაობდა.
ახლა, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, და მას 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაავალა “კომერციული შეთქმულებისთვის”.
[ირაკლიი] რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა”, – წერს მაკკლირი.