მნიშვნელოვანი

რადიო “ბათუმისთვის” ჰერეთის დავა GNCC-ის წინააღმდეგ განახლდება

20 თებერვალს, 10:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია ჰერეთსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) დავა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება.

საქმე ეხება კომისიაში სამაუწყებლო ლიცენზიის ჩაშლილ კონკურსს, რომლის მიხედვითაც ჰერეთი ახალი რადიოსადგურის რადიო “ბათუმის” გაშვებას გეგმავდა. 

2017 წლის 24 აგვისტოს, კომისიამ, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიმაუწყებლობის კონკურსში მონაწილე კომპანიებს – რადიო ჰერეთსა და რადიო “პალიტრას” შორის, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. კონკურსი კი იმ მოტივით ჩაშალა, რომ “ორი წარმატებული მედიასაშუალება კონკურსის პირობებით, არათანაბარ პირობებში ჩააყენა”.

კონკურს წინ უძღვოდა რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსის პირობები კომისიის არცერთ წევრს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. კონკურსის დღეს კი კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა განაცხადა, რომ კონკურსის ამ სახით გამოცხადება მისი პირადი შეცდომაა.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან, აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობას და კონკურსში რადიო ჰერეთის გამარჯვებულად გამოცხადებას ითხოვს. ჰერეთის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაცია იცავს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონკურსი თავიდანვე დარღვევებით გამოცხადდა და კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლის თაობაზე, პირადი შეხედულების მიხედვით, უკანონოდ მიიღო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, კომისიამ კონკურსანტების სამაუწყებლო კონცეფციებს შორის უპირატესობა ვერც ერთს მიანიჭა და ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ორი ახალი კონკურსი დანიშნა, მათ შორის ერთ-ერთ კონკურსში კი, გამარჯვებულად, რადიო პალიტრა გამოაცხადა.

ჩაერთვება თუ არა პროცესში რადიო პალიტრა მესამე მხარედ,20 თებერვალს გაირკვევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button