ჯეირანის მოკვლის ფაქტი დღემდე გამოუძიებელია

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს რამდენიმე თვის წინ მოკლული ჯერიანის შესახებ გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 302 მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყებაში არ ლაპარაკობენ. სამართალმაცავები დამნაშავეს ვერ პოულობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს წითელ წიგნში შეტანილი გადაშენების პირას მყოფი ცხოველი ქურციკი – იგივე ჯერიანი 28 იანვარს მოკლეს. ცხოველის მოკვლის ფაქტს დედოფლისწყაროს პოლიცია სწავლობს.

საქართველოში ამ ცხოველის მოშენება 2009 წლიდან დაიწყეს. პროექტის მიზანს გასულის საუკუნის 90-იან წლებში გადაშენებული ცხოველის ხელახლა გამრავლება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა ჯეირანზე ნადირობას ოფიციალურად კრძალავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button