ჯეკ ნიკოლსონი კინოს დაუბრუნდა
ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯეკ ნიკოლსონმა 7 წლის შესვენების შემდეგ კინოში დაბრუნება გადაწყვიტა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ნიკოლსონმა ფილმ “ტონი ერდმანის” რემეიქში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. აღნიშნული სურათი, რომელიც 2016 წელს “ოსკარის” ნომინანტი იყო, გერმანელმა რეჟისორმა მარენ ადემ გადაიღო.
ფილმში ნიკოლსონს პარტნიორობას მსახიობი კრისტენ უიგი გაუწევს.
სურათის სიუჟეტი პენსიონერი მამისა და მისი ქალიშვილის რთულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს.