მნიშვნელოვანისაქართველო

ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

ავღანეთისა და ერაყის ომის მონაწილე ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს. ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ი ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის ობიექტურ გამოძიებასა და ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების შესვლას ითხოვს.

უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ 22 თებერვალს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button