ჯეკი ჩანს “ოსკარით” დააჯილდოებენ [Video]
ცნობილი ჩინელი მსახიობი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ჯეკი ჩანი, კინოს სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, “ოსკარის” პრემიას მიიღებს, – გვაცნობებს Daily Mail.
“ოსკარის” ქანდაკებები ჯეკი ჩანთან ერთად გადაეცემათ: დოკუმენტალისტ ფრედერიკ უაზმანს, რეჟისორ ლინ სტალმასტერსა და მემონტაჟე ენ კოუტსს. დაჯილდოების ცერემონია 12 ნოემბერს ლოს-ანჯელესში ჩატარდება.
როგორც ცნობილია, ჯეკი ჩანი ასობით ფილმშია გადაღებული და მაყურებელს აკრობატულ-საბრძოლო სტილით დაამახსოვრდა. წელს მსახიობმა Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. მან ჰონკონგსა და ჩინეთში გადაღებულ ფილმებში მთავარი როლების შესრულებისთვის 61 მილიონი დოლარი მიიღო.