ჯენიფერ ლოპესის პიკანტურმა ცეკვამ მაყურებელი გააკვირვა [Video/Photo]

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, ჯენიფერ ლოპესმა, ფესტივალ iHeartRadio Fiesta Latina-ს ფარგლებში ჩატარებულ კონცერტზე, რომელიც მაიამიში 7 ნოემბერს ჩატარდა, გულახდილი სამოსითა და ცეკვით მაყურებელი გააკვირვა, – გვაცნობებს The Daily Mail.

46 წლის მსახიობი სცენაზე გრძელ კაბაში გამოჩნდა, რომელის მოგვიანებით ხორცისფერ ბოდში ტრანსფორმირდა.

ჯენიფერის ცეცხლოვანმა ცეკვამ მაყურებელი გულგრილი არ დატოვა, მაგრამ კონცერტის კულმინაციად მომღერლის მკვრივი უკანალი იქცა, რომლის დემონსტრირებას ლოპესი არ ერიდებოდა.

ჯენიფერ ლოპესის გამოსვლებს კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ატარებენ. მიმდინარე წლის ივნისში, მროკოში ჩატარებული კონცერტის გამო, მსახიობს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

მაშინ, შოუს დროს, ჯეი ლომ რუტინული ცეკვა და სიმღერა შეასრულა. მისი კოსტუმიც, როგორც ყოველთვის, საკმაოდ გამომწვევი იყო.

პერფორმანსმა მაროკოს პრემიერ-მინისტრის აბდელილა ბენკირანის ყურადღებაც მიიპყრო. მან კონცერტის გამოძიების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ მასში უამრავი სამარცხვინო სცენა იყო.

მისივე თქმით, ტელევიზიებმა ისეთი კონცერტი გადასცეს, რომელშიც მაროკოს მკვიდრებისთვის მორალური და რელიგიური შეხედულებების საწინააღმდეგო ეპიზოდები იყო ჩართული.

მომღერლის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ ჯენიფერ ლოპესის კონცერტმა საზოგადოებრივი წესრიგი შეარყია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22583″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button