კულტურამოზაიკამსოფლიო

ჯენიფერ ლოპესი Netflix-ის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

პოპ-ვარსკვლავი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი Netflix-ის ახალ ფილმში (The Cipher) მთავარ როლს შეასრულებს, რომელსაც იზაბელ მალდონადოს ბესტსელერის მიხედვით გადაიღებენ. ამის შესახებ Variety წერს.

კონოფილმში FBI აგენტზე იქნება მოთხრობილი, რომელიც სერიული მკვლელის საქმეში იქნება ჩათრეული.
სწორედ ამ როლზე დაამტკიცეს ჯენიფერ ლოპესი.

ამასთან, მწერალი იზაბელ მალდონადო თავად იყო FBI-ის სამსახურში 22 წლის მანძილზე, რამაც მას წიგნის დაწერისკენ უბიძგა.
ამ დროისთვის სხვა დეტალებისა და ფილმის გამოსვლის თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button