მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჩაკეტილი სასტუმრო „ოაზისი“ გახსნეს

ცნობილი გახდა ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც სასტუმრო „ოაზისის“ ვიზიტორებსა და თანამშრომლებს ჩაუტარეს. „ოაზისი“ მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც 2 სექტემბერს, სასტუმროში, კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი – აღმოჩნდა, რომ სასტუმროში მყოფ არცერთ ადამიანს კოვიდ-19 არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, სასტუმრო გახსნეს და „ოაზისის“ ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

სასტუმროში 940-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და შეძლებს სტუმრების მიღებასა და გაშვებას. სასტუმრო დეზინფიცირებულია და ჩვეულებრივად რეგულაციების შესაბამისად განაგრძობს ფუნქციონირებას, ის ადამიანები, რომლებსაც ანალიზები აუღეს, ჩვეულებრივად თავისუფლები არიან, რადგან არანაირ რისკჯგუფში არ შედიან და არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ინფიცირებულთან“, – განაცხადეს სასტუმროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button