რეგიონი

კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქციას იწყებს

კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქციას იწყებს
აქცია, ხვალიდან 1 მარტიდან დაიწყება და რეგიონის რვავე თვითმმართველი ერთეული ჩაერთვება.

კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცე იმუშავებს, სადაც უკრაინისთვის გასაგზავნი ტვირთი შეგროვდება.

ჰუმანიტარული დახმარების გაღება ყველა მოქალაქეს, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენელს შეუძლია.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, წლებია რეგიონს უკრაინის სხვადასხვა ქალაქთან და მხარესთან, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

“კახეთის რეგიონის ქალაქებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქთან მრავალწლიანი მეგობრული, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენთვის მეგობარი უკრაინა და უკრაინის თითოეული მოქალაქე, უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანობით ყველაფერს შევძლებთ,”– განაცხადა შიოშვილმა.
ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button