კულტურამნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველო

ჯესი ჯეი: ძალიან თბილი და ხმაურიანი ადამიანები ხართ

მსოფლიო პოპვარსკვლავს Jessie J_ს  6 აგვისტოს Black Sea Arena-მ  უმასპინძლა, რომელიც საქართველოს მსოფლიო ტურნეს The Last Tour ფარგლებში ეწვია.

მომღერალი როგორც იცით ვეგანია და სწორედ ამიტომ, შოუს დაწყებამდე მისი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა იყო ოთახში არ ყოფილიყო ცხოველური ტყავის არანაირი ავეჯი თუ დეკორაცია.

ჯესი ჯეი შეკვეთილში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა და სასტუმრო „პარაგრაფში“ განთავსდა. კონცერტამდე ზღვაზეც მოასწრო ბანაობა და დასვენება, საღამოს კი მსმენელის წინაშე წარსდგა.

შეასრულა ძველი და ახალი ჰიტები, როგორიცაა: Masterpiece, Do It Like A Dude, Nobody’s Perfect, Sexy Lady, Flashlight , Domino, Price Tag  და Bang Bang .

იმღერა 2018 წლის ალბომში R.O.S.E. შესული კომპოზიციები, მათ შორის Queen და Real Deal.

მიუხედავად იმისა, რომ მედიასთან ურთიერთობაზე თავიდანვე უარი თქვა, რადიო თბილისის კამერამ მაინც მოახერხა ვიდეო და რამდენიმე ფოტოს გადაღება.

მთელი კონცერტის განმავლობაში არ შეწყვიტა კავშირი ფანებთან.

„ჩემი მეგობრები იყვნენ აქ ცნობილი ჯგუფი Black Eyed Peas და მათ მითხრეს რომ საოცარი ხალხია აქ, Will.I.Am ჩემი მეგობარია და მან გამიზიარა ის დადებითი ემოციები რაც აქ იგრძნო. თქვენ ძალიან თბილი და ხმაურიანი ადამიანები ხართ, მე ვგრძნობ ამას და ძალიან მაბედნიერებს“ განაცხადა ჯესი ჯეიმ.

ფოტო ალბომიდან SWEET TALKER

ბოლო მონაცემებით, პოპვარსკვლავს გაყიდული აქვს 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონზე მეტი სინგლი.ჯესიკა ელენ კორნიში ინგლისურად Jessica Ellen Cornish 1988 წლის 27 მარტს დაიბადა, რედბრიჯში, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

მისი ავტორობის სიმღერებს ასრულებენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ალიშა კისი, კრისტინა აგილერა და სხვები.

2011 წლის ბრიტანული მუსიკის დაჯილდოებაზე მან მიიყო კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო. მისი მეორე სინგლი, „Price Tag“, 2011 წელს წარმატებული იყო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.

კარიერა შოუ-ბიზნესში ჯესიმ დაიწყო 1999 წელს, 11 წლის ასაკში, როდესაც დაიწყო გამოსვლა ვესტ ენდში, ენდრიუ ლოიდ უებერის მიუზიკლში „დაუსტვინე ქარის მიმართულებით“. 2 წლის მანძილზე მასში როლის შესრულების შემდეგ გადაწყვიტა მუსიკალური კარიერით უფრო სერიოზულად დაკავებულიყო და ლონდონის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნოლოგიათა სკოლაში მუსიკალური თეატრის ფაკულტეტი დაამთავრა. გარკვეული დროის მანძილზე იყო გოგონათა ჯგუფის Soul Deep წევრი.

პირველი სიმღერა, „Big White Room“ ჯესიკამ 17 წლის ასაკში დაწერა. მისი შინაარსი უკავშირებოდა საავამყოფოს მოგონებებსა და ურთიერთობას ბიჭთან, რომელიც სხვა პალატაში იწვა. ჯესიმ იცოდა, რომ მან გულზე ოპერაცია გადაიტანა და ლოცულობდა, რათა გადარჩენილიყო, მაგრამ შემდეგ დღეს პაციენტი გარდაიცვალა. ჯესიკას თქმით, სიმღერის დაწერა მაშინვე სურდა, მაგრამ ამისათვის თავს პატარად თვლიდა. საგულისხმოა, რომ სიმღერის ვიდეო, ატვირთული YouTube-ზე, პოპულარული გახდა და მასზე დაახლოებით 70 ქავერ-ვერსია იქნა ჩაწერილი.

17 წლის ასაკში ჯესიმ ხელი მოაწერა ლეიბლ Gut Records-თან კონტრაქტს. მაგრამ კომპანია გაკოტრდა ალბომის გამოცემამდე. შემდეგ ჯესიმ მოაწერა ხელი კონტრაქტს Sony ATV-სთან და დროებით აშშ-ში საცხოვრებლად გადავიდა. ამ პერიოდში დაწერილი რამდენიმე სიმღერა ჰიტ-სინგლად იქცა, მათ შორის, მაილი საირუსისათვის დაწერილი „Party in the U.S.A“. 2008 წელს ჯესიმ მონაწილეობდა მიიღო სინდი ლოუპერის ტურნეში.

2014 წელს ინტერვიუში Daily Mirror-თან მომღერალმა ახსენა, რომ ჰქონია ურთიერთობა როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთან: „ჩემთვის ბისექსუალობა ფაზა იყო. მაგრამ არ ვამბობ, რომ იგი ყველას ცხოვრებაში ფაზა უნდა იყოს“.

ჯესი ჯეი ფართო საზოგადოებამ სინგლით Do It like a Dude გაიცნო.

მასალა მოამზადა გიორგი პოპიაშვილმა, სპეციალურად რადიო თბილისის FM93.5 მსმენელისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button