ჯგუფ A’Studio-ს პირველი სოლისტი გარდაიცვალა

ჯგუფ  A’Studio პირველი სოლისტი, ბატირხან შუკენოვი 52 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. 

იგი 1962 წლის 18 მაისს ყაზახეთში დაიბადა. ალმა-ათის კონსერვატორიის დამთავრაბის შემდეგ, რამდენიმე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის სოლისტი იყო, მაგრამ აღიარება და მსმენელის სიყვარული 1989 წლიდან დაიმსახურა, როდესაც A’Studio დააარსა და მისი უცვლელი სოლისტი გახდა.

მისი ცნობილი ჰიტი “Нелюбимая” რადიომსმენელში დღემდე პოპულარულია.

კოლეგებმა და ანსამბლის ამჟამინდელმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ, ღრმა მწუხარება გამოთქვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button