მნიშვნელოვანისაქართველო

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრზე თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ

ირაკლი ნოზაძე, “ქუჩის ბიჭების” წევრი

ჯგუფის, “ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკის რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ქირურგიულ ოპერაციამდე ნოზაძის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა.

მომღერალი საკუთარ სახლთან დაჭრეს ავტომანქანაში, რომელშიც თვითმხილველთა ცნობით, ორი გოგო იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულნი არიან თუმცა არ დაუკავებიათ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდლობის მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button