![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/02/tyutu.jpg)
ამერიკულმა როკ-ჯგუფმა System of a Down სიმღერაზე Genosidal Humanoids ვიდეორგოლი წარადგინა. ამის შესახებ Rolling Stone-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვიდეოს პრემიერა ონლაინ-სტრიმის ფარგლებში შედგა, რომლის მიზანიც მთიანი ყარაბახის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად თანხის შეგროვება იყო.
რგოლის რეჟისორები ჯგუფის ბასისტი შავო ოდაჯიანი და ადამ მეისონი არიან.
Genosidal Humanoids ერთ-ერთია იმ ორი სიმღერიდან, რომელიც SOAD-ის წევრებმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ყარაბახის მოსახლეობის დასახმარებლად გამოუშვეს.