ჯგუფური ყაჩაღობა – დაკავებულია ორი პირი
სამართადამცველებმა აჭარაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილად გამოაცხადეს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ფოთსა და ბათუმში დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს იალჩინ მარკეტის ბუღალტერს და შპს-ს კუთვნილი 148 ათას 500-ზე მეტი ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.