“ჯიჰადისტ ჯონის” გასანადგურებლად აშშ-მა სირიაზე ავიადარტყმა განახორციელა [Photo/video]
ავიადარტყმა სირიის ქალაქ რაქას რაიონში განხორციელდა.
აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის ჩრდილოეთ რაიონზე ავიაიერიში მიიტანეს, რომლის მიზანი ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტის, ე.წ. “ჯიჰადისტ ჯონის” განადგურება იყო, – გვაცნობებს პენტაგონი.
ქუვეითური წარმომავლობის ბრიტანელი მოჰამედ ემვაზი, იგივე “ჯიჰადისტი ჯონი”, როგორც წესი, შავ პერანგსა და ნიღაბ-ბალაკლავაშია გამოწყობილი. ის შემჩნეულია ვიდეორგოლზე, სადაც ამერიკელ ჟურნალისტ ჯეიმს ფოლის თავს ჰკვეთენ.
ემვაზი ბრიტანეთიდან სირიაში 2013 ჩავიდა და მოძრაობა “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანდა.
ამჟამად, პენტაგონი აზუსტებს, დაიღუპა თუ არა ემვაზი ოპერაციის დროს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22816″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]