![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/1200px-Ouaga_aerial_view.jpg)
დასავლეთ აფრიკაში მდებარე, სახელმწიფო ბურკინა-ფასოში 12 პოლიციელი შეეწირა ჯიჰადისტების თავდასხმას, ხოლო რამდენიმე პოლიციელი კი დაკარგულად მიიჩნევა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
ბოლო რამდენიმე წლის მანძილეზე, ქვეყანაში 900 -ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა შეიარაღებულ თავდასხმებს, ხოლო 860 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა მიეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები.