სპორტი

ჯიჯი ბუფონი რეკორდის დამხობას გეგმავს – კიდევ ერთი წელი იტალიის ჩემპიონატში

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯან-ლუიჯი ბუფონი, რომელიც დღეს, 28 იანვარს 43 წლის ხდება,“იუვენტუსთან“ საკონტრაქტო ვადის გაგრძელებას კიდევ ერთი სეზონით აპირებს.

მიმდინარე სახელშეკრულებო ვადა ბუფონს 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

როგორც ცნობილი ხდება, ჯიჯის მიზანია, გახდეს ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი სერია A – ს ისტორიაში, რომელიც მოედანზე გასულა.

ბუფონს ფეხბურთის სამყაროში უკვე დამყარებული აქვს ერთი რეკორდი. იტალიის ჩემპიონატში მას ყველაზე მეტი, 654 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მოედანზე გასული ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელის პოზიციაში ლიდერობას ინარჩუნებს რომის „ლაციოს“ მეკარე მარკო ბალოტა. მან 2008 წელს თავისი უკანასკნელი მატჩი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარა და იმ დროს 44 წლის და 38 დღის იყო.

ბუფონმა კარიერა 1995 წელს „პარმაში“ დაიწყო. აქ, ჯიჯის 220 მატჩი აქვს ჩატარებული. „იუვეს“ რიგებში – 677. ლეგენდარულმა იტალიელმა ნაკრების მაისურით 176-ჯერ ითამაშა და ერთი სეზონი პარი სენ-ჟერმენშიც ჩაატარა.

მიმდინარე სეზონზე ვეტერანმა გოლკიპერმა ყველა ტურნირის 6 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button