ჯიჯი ჰადიდი წლის ტოპ-მოდელად დაასახელეს [Video]

ბრიტანეთის საბჭომ, ლონდონში, The Fashion Award 2016-ის ფარგლებში, წლის ტოპ-მოდელად ამერიკელი მანეკენი ჯიჯი ჰადიდი დაასახელა, – იუწყება Glamour UK.

ცერემონია 5 დეკემბერს სამეფო ალბერტ-ჰოლში გაიმართა. 21 წლის მოდელმა ბროლის სტატუეტი მიიღო, ემოციური სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჟურნალ Vogue-ის რედაქტორი ანა ვინტური, სუპერმოდელი ქეით მოსი, ბექჰემების წყვილი, ლედი გაგა, მერლინ მენსონი, ნაომი კემპბელი, ტომ ფორდი და სელმა ჰაიეკი.

შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ჰადიდი ამერიკელი მოდელი და ტელეწამყვანია. იგი Tom Ford-ის მოდის სახლის რამდენიმე ხაზის სახე და Victoria’s Secret-ის “ანგელოზია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button