მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჯილს და მე კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა. ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button