ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია
მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია )სოციალურ ქსელში წერს.
უილსონმა აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია სალომე ზურაბიშვილის სიმამაცით.
“როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მადლობელი ვარ, რომ მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის – თავდასხმების პირისპირ აჩვენა,” – წერს ჯო უილსონი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
კითხვაზე, არის თუ არა დაპატიჟებული უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრამპმა 16 დეკემბერს უპასუხა, რომ ის ჯერ არ დაუპატიჟებია, მაგრამ თუ თავად ენდომება, “სიამოვნებით მიიღებდა”.
ინაუგურაციაზე დასასწრებ ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც და ისინი თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.