ჯობავამ “აეროფლოტ ოუფენზე” პირველი გამარჯვება იზეიმა
საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ, რომელიც “აეროფლოტ ოუფენზე” თამაშობს, პირველი გამარჯვება იზეიმა.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის მე-3 ტურში ბაადურმა შავი ფიგურებით უკრაინის სახელით მოთამაშე ელდარ გასანოვი დაამარცხა და 1.5 ქულა მოაგროვა.
ჯობავას აღნიშნული შედეგით 86 მონაწილეს შორის 43-ე ადგილი უკავია. იგი მომდევნო პარტიას თეთრებით ინდოელ ბაბუ ლალიტთან ჩაატარებს.