სპორტი

ჯოელ მატიპი სეზონის ბოლომდე გუნდს ვერ დაეხმარება… ლივერპული ახალ მცველს იმატებს

მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მედიასთან საუბრობს, რომ ჯოელ მატიპი, რომელიც „ტოტენჰემთან“ მატჩის დროს დაშავდა, – სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

ახლა უკვე დაცვის ხაზი იქცა ლივერპულის პრობლემად და ახალი მცველის დამატებაც აუცილებელი გახდა.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ინგლისურმა გრანდმა ორი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. „პრესტონიდან“ ბენ დევისი გადმოიბირა და მასთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება დააანონსა.

ამას გარდა, გელზენკირხენის „შალკედან“ განათხოვრების წესით, 20 წლის ოზან კაბაკიც დაიმატა და მის დატოვებას „ენფილდზე“, სეზონის ბოლომდე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული პრემიერლიგაში 40 ქულით მესამე ადგილზეა და ფავორიტ „სიტის“ 4 ქულით ჩამორჩება.
მერსისაიდელები მომდევნო შეხვედრას ხვალ შინ, „ბრაიტონტან“ გამართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button