სპორტი

ჯოჯუა და ძაგნიძე, მაია ჩიბურდანიძის თასის გამარჯვებულები არიან

სწრაფი ჭადრაკის (რაპიდი) საერთაშორისო ტურნირი, რომელიც თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობდა, ნანა ძაგნიძის და დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა.

დავით ჯოჯუამ 8 ტური დაუმარცხებლად გაიარა, ბოლო ტურში კი ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი თეთრი ფიგურებით დაამარცხა და 5,5 ქულა დააგროვა.

„მაია ჩიბურდანიძის თასი 2021“-ის მეორე ადგილოსანი თორნიკე სანიკიძე გახდა. მესამე ადგილს კი ნიკოლოზ მანაგაძე დასჯერდა.

ნანა ძაგნიძე ქალთა თანრიგში უფრო დამაჯერებელი იყო და 6,5 ქულა მოაგროვა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს ტურნირზე, შესაბამისად, ბელა ხოტენაშვილი და ნინო ხომერიკი დაეუფლნენ.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით გაიმართა და საპრიზო ფონდი 32 650 ლარს შეადგენდა.

აქვე შეგახსენებთ,რომ 13 დან 16 სექტემბრის ჩათვლით ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება. ასპარეზობის მასპინძელი ქალაქი კვლავ თბილისი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button