ჯოჯუას პირველი ჩემპიონობა

ჭადრაკის სასახლეში გამართული ტაი-ბრეიქები საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა.
ორი 15-წუთიანი პარტიისგან შემდგარ მატჩი ჯოჯუასა და თორნიკე სანიკიძეს შორის, მომავალი ჩემპიონის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა . აღსანიშნავია, რომ ჯოჯუამ ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება პირველად მოიპოვა.
მესამე ადგილზე, ლელა ჯავახიშვილის დამარცხების შემდეგ, მერაბ გაგუნაშვილი გავიდა.
გამარჯვებულები ასე დაჯილდოვდნენ:
I ადგილი – 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი
II ადგილი – 4 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი
III ადგილი – 3 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 500 ლარი
IV ადგილი – 2 500 ლარი
ამასთანავე, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდება, I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი 2016 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან.