ჯოკია ბოდოკია დუმილს არღვევს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს

ჯოკია ბოდოკიამ დუმილი დაარღვია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი კონკრეტულ გვარებს ასახელებს და მის გასამართლებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

ბოდოკიას განცხადებით, მისი 11 წლიანი სასჯელი პანორამა თბილისის წინააღმდეგ პირველ ეტაპზე მერიაში არსებულ წინააღმდეგობას უკავშირდება. მსჯარვდებულის განცხადებით, დედაქალაქს უსაფრთხოების სამსახური მართავს.

ბოდოკიას განცხადებით, თბილისის მერი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ დამოუკიდებელ მერად ჩამოყალიბებულიყო, თუმცა ეს ვერ შეძელო და მაინც მოუწია დათმობა. ნარმანიამ ალექსანდრე მარგიშვილი გაათავისუფლა, თუმცა ოფიციალურად მარგიშვილის სხვა თანამდებობაზე გადაყვანით გაფორმდა. ჯოკია ბოდოკიამ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მოდულის დროებითი დაკავების იზოლატორში მასზე გარკვეული ზეწოლა განხორციელდა და სთხოვდნენ, რომ ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

ბოდოკიას თქმით, ერთგვარი შუამავალი მისი პირველი ადვოკატი იყო, რომელიც, ბოდოკიას განცხადებით, ირაკლი შოთაძისა და გიორგი გოგაძის დანაბარებებს გადასცემდა.

მოუსმინეთ ჯოკია ბოდოკიას ხმას

ჯოკია ბოდოკიას პროკურატურის მაღალჩინოსნებზე გაკეთებულ განცხადებაზე, ჯერჯერობით ირაკლი შოთაძის უწყებიდან გამოხმაურება არ ყოფილა. უშუალოდ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საქმის პროკურორმა კომენტარი გააკეთა. მაია სიალაგაძის თქმით, პროკურატურის მხრიდან ბოდოკიასთვის არანაირი შეთავაზება არ ყოფილა.

მაია სილაგაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button