ღვინიაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გაათავისუფლეს

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებული მამაკაცი, გიორგი ჭანყოშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მანამდე სამართალდამცველებმა აქციის დაკავებული ორი მონაწილეც გაათავისუფლეს. სულ 14 სექტემბრის აქციაზე დღის განმავლობაში სამი პირის დაკავება მოხდა, ორი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, ერთი კი 125-ე მუხლით არის დკავებული.
ჩასაბარებელი ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით კახელი გლეხები დღეს, 15 სექტემბერს გურჯაანის გამგეობასთან კვლავ აპირებენ შეკრებას.