ჯოლიმ პიტს თვეში 100 ათასი დოლარი მოსთხოვა

ამერიკელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბრედ პიტს ალიმენტის სახით თვეში 100 ათასი დოლარი მოსთხოვა. ჯოლის ვარაუდით, აღნიშნული თანხა მათი საერთო შვილებისთვის საჭირო ხარჯს მთლიანად დაფარავს, – გვაცნობებს Metro.

ჯოლი იმედს გამოთქვამს, რომ ალიმენტის ნაწილს სატრასტო ფონდში გადარიცხავს, რომელიც ყოფილმა ცოლ-ქმარმა ერთობლივად დაარსა.

ჯოლი წლიურად მიღებული 1,2 მილიონი დოლარიდან 250 ათასის გადადებას აპირებს, რათა შვილების მომავალი უზრუნველყოს, ხოლო პიტს მთლიანი თანხის გადარიცხვა უშუალოდ ტრასტში სურს, რათა ყოფილ მეუღლეს უაზროდ სახარჯი ფული არ დარჩეს.

ასევე ცნობილია, რომ მსახიობები შვილების მეურვეობაზეც ვერ შეთანხმდნენ. ჯოლის ბავშვების აღზრდა ერთპიროვნულად სურს, ხოლო პიტი ერთობლივი მეურვეობის მომხრეა.

სააგენტო TMZ-ს ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავები ანჯელინას პოლიტიკური ამბიციების გამო ეყრებიან. ჯოლი გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოცნებობს. მან საკუთარი მიზნის მისაღწევად 2 მრჩეველი დაიქირავა.
თავის მხრივ, პიტი მეუღლის საქველმოქმედო საქმიანობას არასდროს ეწინააღმდეგებოდა. როგორც ცნობილია, ჯოლი 15 წლის წინ გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. თუმცა წყვილს შორის უთანხმოება იმან გამოიწვია, რომ ანჯელინას შვილები კონფლიქტის ზონებში დაჰყავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button