უკრაინაში რუსეთის ომს 219 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინის უმაღლესი რადას ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ომს 219 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. 404-ზე მეტი კი დაშავდა.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 623 ბავშვზე მეტი დაშავდა. 2022 წლის პირველი მაისის დილის მდგომარეობით, დაღუპულ ბავშვთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა – 219. დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა – 404-ზე მეტი“, – ნათვქამია უმაღლესი რადას განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა ➡დონეცკის ოლქში – 139
➡კიევის ოლქში – 115
➡ხარკოვის ოლქში – 95
➡ჩერნიგოვის ოლქში – 68
➡ხერსონის ოლქში – 44
➡მიკოლაევის ოლქში – 43
➡ლუგანსკის ოლქში – 37
➡ზაპოროჟიეს ოლქში – 27
➡სუმის ოლქში – 17
➡დედაქალაქში – 16
➡ჟიტომირის ოლქში – 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 570 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 111 მთლიანად განადგურებულია.
ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.