ანაკლიაში ზუგდიდის მერის წარმომადგენლის სპეციალისტად ენმ-ის ყოფილი დეპუტატი დაინიშნა

ანაკლიაში ზუგდიდის მერის წარმომადგენლის სპეციალისტად ენმ-ის ყოფილი დეპუტატი დაინიშნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადრო ცვლილებები ეტაპობრივად ხორციელდება.
უკვე რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეიცვალა მერის წარმომადგენელიც.
მერიაში ამბობენ,რომ წარმომადგენელთა ნაწილს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ამიტომაც ხდება ახალი კადრების დანიშვნა.
მიმდინარე ცვლილებების ფარგლებში, ანაკლიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სპეციალისტად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აწ ყოფილი წევრი, სოფლის ყოფილი მაჟორიტარი, დავით შელია დაინიშნა.
შელია ამბობს, რომ მზად არის იმუშაოს იქ, სადაც ანაკლიისთვის და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას შეძლებს.
მისივე თქმით,განსხვავებული პარტიული კუთვნილებები საქმის კეთებისას ხელისშემშლელი არ უნდა იყოს.
მან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა.
რაც შეეხება სხვა ადამინისტრაციულ ერთეულებში საკადრო ცვლილებებს, პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ამ დროისთვის მერის ახალი წარმომადგენლები დაინიშნენ შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
სოფელ ოქტომბერში მერის წარმომადგენელი გახდა პალიკო გეგეჭკორი,რუხში ლევან ფარცვანია,კორცხელში არჩილ ბერანძე; ჯუმში ჯამბულ ქირია; ახალსოფელში ზურაბ ჟვანია; ბაშში მერაბ თორდია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯამში 53 ადმინისტრაციული ერთეულია. აქედან 48 სოფელში, 5 კი ქალაქის ტერიტორიაზე.