ჯორჯ ბუშმა პოლიციელების პანაშვიდზე სცენაზე იცეკვა [Video]

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, დალასში დაღუპული პოლიციელების ხსენების ცერემონიაზე იცეკვა. ბუში სცენზე მეუღლე ლორასა და მიშელ ობამასთან ერთად ხელიხელჩაკიდებული იდგა და ტრადიციისამებრ, ყველასთან ერთად მღეროდა, მაგრამ უცებ მოთელვა გადაწყვიტა და აცეკვდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო უმალ Youtube-არხზე მოხვდა.

დალასის დემონსტრაციის დროს დაღუპულ პოლიციელებთან გამოთხოვების ცერემონია 12 ივლისის საღამოს ჩატარდა. ვიდეოკადრებზე ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ლორა ბუში და მიშელ ობამა ჯორჯ ბუშის შეჩერებას, მაგრამ ექს-პრეზიდენტი ცეკვას მაინც აგრძელებს.

ვიდეოს თანხლებ კომენტარებში სოციალური ქსელების მომხმარებლები ითხოვენ, რომ ბუშმა ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების გამოვლენის მიზნით, სისხლის ანალიზი ჩაააბაროს. ასევე ისინი გაოცებას გამოხატავენ, რომ ასეთი ადამიანი პრეზიდენტად ზედიზედ 2 ვადით აირჩიეს. სხვა მომხმარებლები კი აღნიშნავენ, რომ თავშეკავებით არც მიშელ ობამა გამოირჩეოდა და პანაშვიდზე იცინოდა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დალასში 7 ივლისის ღამით მოხდა, ფერადკანიან ამერიკელებთან სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის დროს სროლა ატყდა. შედეგად, 5 პოლიციელი დაიღუპა, 12 კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button