ჯორჯ კლუნი Hulu-ს ახალ პროექტში მთავარ როლს შეასრულებს. სერიალში მისი ერთ-ერთი პარტნიორი ჰიუ ლორი იქნება.
პროექტი, ჯოზეფ ჰელერის რომანის Catch-22 ეკრანიზაციაა და მასში ექვსი ეპიზოდი იქნება .
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს, და ის ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.
გარდა მთავარი როლისა, ჯორჯ კლუნი პროექტის პროდიუსერიც იქნება.