ჯორჯ მაიკლის ყოფილმა შეყვარებულმა გულახდილი ფოტოსურათები გამოაქვეყნა [Video/Photo]
ავსტრალიელმა კარლოს არტურო ორტისმა ინტერნეტი ააფორიაქა. მან ჯორჯ მაიკლის გულახდილი ფოტოსურათები გამოაქვეყნა. 64-წლის სტილისტის თქმით, მან მომღერალი სოციალურ ქსელში გაიცნო, ხოლო მათი რომანტიკული ურთიერთობები, მაიკლის ავსტრალიაში ტურნეს დროს დაიწყო, – წერს The Daily Mail.
„შემს ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდი დამიდგა. როცა ჯორჯი ავსტრალიაში ჩამოვიდა, ოტელში დავსახლდით. თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებდით. მაიკლს თავი ჩემს მკერდზე ედო და ათას ისტორიას მიყვებოდა. შემდეგ, ინგლისში დამპატიჟა, მაგრამ იქ გამგზავრება ვერ მოვახერხე,“ – იხსენებს სტილისტი.
პრესის ინფორმაციით, ამჟამად, ჯორჯ მაიკლი ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის კურსს გადის და სტილისტ ფადი ფავაზთან ცხოვრობს. კლინიკაში მკურნალობის დროს, შეყვარებული მას გვერდიდან არ შორდება.
შეგახსენებთ, ჯორჯ მაიკლმა თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაცია 2000-იანი წლების დასაწყისში გაამხილა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17243″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]