მსოფლიოსიახლეები

ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს

ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მშობლიური ქალაქის ეკლესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და უფლებადამცველები ესწრებოდნენ. ისმოდა მოწოდებები რასობრივი სამართლიანობისკენ. პანაშვიდზე ჭირისუფალს ჯო ბაიდენმა მიმართა.

“ვინც ამ ტრაგედიასთან ერთგვარ კავშირს გრძნობს, იმათ რიგებში არიან, ვისთვისაც დანაკარგის რაიმეთი ჩანცველა წარმოუდგენელია. არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რით შეიძლება შევაქციოთ ზურგი რასიზმსა და სისტემურ ძალადობას, რომელიც ჩვენს სულებს ჯერ კიდევ წამლავს და ამერიკული ცხოვრების წესს აზიანებს.” – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მინეაპოლისში, პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. დაკავების დროს შავკანიანი კაცის გარდაცვალებას შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა.

სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს, გირაოს სახით, მილიონ 250 ათასი დოლარი განუსაზღვრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button