მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა

ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.

პრეზიდენტის სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ნაციონალისტური პარტიის ხელმძღვანელი, ფიცს დღეს დადებს. ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე საათით ადრე, 45 წლის მელონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ერთხმად სთხოვეს პრეზიდენტ სერჯიო მატარელას, მისთვის ქვეყნის მართვის მანდატი მიენიჭებინა.

მელონიმ ეკონომიკის მინისტრად ჯანკარლო ჯორჯეტი დანიშნა პარტია League-დან და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავა ანტონიო ტაიანის ხელში Forza Italia-დან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბარეს მატეო პიანტედოსის, გამოცდილ საჯარო მოხელეს პარტიული კუთვნილების გარეშე, ხოლო თავდაცვის მინისტრი გახდა გვიდო კროსეტო, “იტალიის ძმების” ერთ-ერთ დამაარსებელი. მთლიანობაში, ცხრა სამინისტრო გადაეცათ პოლიტიკოსებს “იტალიის ძმებიდან”, ხუთ-ხუთი – League-სა და Forza Italia-ს, ხოლო ტექნოკრატებმა მინისტრთა კაბინეტში კიდევ ხუთი პოსტი მიიღეს.

შეგახსენებთ, ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“, სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლიგა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button