მსოფლიოსიახლეები

ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევისთვის 50 კვირიანი პატიმრობა მიესაჯა

ვიკილიქსის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს სასამართლომ 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას გირაოს პირობების დარღვევას ედავებოდნენ, რის საფუძველზეც, 7 წლის წინ პატიმრობიდან იქნა გათავისუფლებული.

BBC-ის ცნობით, ლონდონის საზეკის რაიონის სამეფო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას განაცხადა რომ მნიშვნელოვანია, არავინ იდგეს კანონზე მაღლა.

სხდომის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან ასანჟის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც პლაკატების საშუალებით ითხოვდნენ მის გათავისუფლებას.

ფოტო: REUTERS

ჯულიან ასანჟი  11 აპრილს, ლონდონში დააკავეს, სადაც 2012 წლის შემდეგ ცხოვრობდა ეკვადორის საელჩოს შენობაში. ამას წინ უძღოდა ეკვადორის მიერ, ასანჟისთვის მინიჭებული პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მოხსნა.

ვიკილიქსის დამფუძნებელს შვედეთში ბრალი ორის ქალის მიმათ სექსუალურ ძალადობაში აქვს წაყენებული. ასანჟი ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მის გადასაცემად გაკეთდა, სადაც თავის მხრივ, შეთქმულების მოწყობასა და ვიკილიქსის საშუალებით, შტატების საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებას ედავებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button