მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

კლდის ნაწილი ჩამოიშალა ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე,სოფელ ხაიშთან.

ჩამოცვენილმა ქვებმა საავტომობილო მოძრაობა შეზღუდა. ჩახერგილი გზის გამო, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალისტების ჯგუფს ქანების შესასწავლად ელოდებიან.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების სამსახური და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადმოყვანა ხდება. 8 ასეთი მოქალაქის გადმოყვანა უკვე მოხდა. გზის გახსნის ზუსტი დრო ამ წუთისთვის უცნობია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button