ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის რწმუნებულად პაატა წურწუმია დაინიშნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის რწმუნებულად პაატა წურწუმია დაინიშნა.
მან ირაკლი ხარჩილავა შეცვალა.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ ქალაქ ჯვარის ადმინისტრაციას პაატა წურწუმია დღეს წარუდგინა.
ყოფილი რწმუნებული ირაკლი ხარჩილავა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
“ჩემო ჯვარელებო
დღეიდან აღარ ვარ ქ.ჯვარის რწმუნებული!
ჯვარისთვის,ჯვარელებისთვის მონდომება ,კარგი საქმის კეთება და პრინციპული პოზიციის დაფიქსირება არ მაპატიეს . თქვენთვის უკეთესი მომავლის შექმნის მცდელობა არ მაპატიეს!
სადაც არ უნდა ვიყო, გისურვებთ წარმატებებს ,მე თქვენ ძალიან მიყვარხართ”,-წერს ირაკლი ხარჩილავა.
მანანდე კი ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერმა საკადრო ცვლილება განახორციელა და სოფლის რწმუნებულად 19 წლის მარი ქარდავა დანიშნა.