პოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

ჯვარის მაჟორიტარ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ დაბა ჯვარის მაჟორიტარ დეპუტატს, დევნილთა ამბულატორიის დირექტორს, გოჩა ლიპარტიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ექიმი,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“მეგობრებო კოვიდ 19 დამიდასტურდა”, – წერს ის.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 49 218 კოვიდპაციენტია. ​გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 33 459-ია. გარდაიცვალა 20. სულ კორონავირუსს 401 პაციენტი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button