მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, უკვე ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად იწყებს

საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, უკვე ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად იწყებს. ცხელი და ემოციური ზაფხულის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, ერთა ლიგის პირველ ტურში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეტოქე კარგად ნაცნობი ჩეხეთია, რომელთანაც ევრო პირველობაზე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ეროვნულ გუნდში სამი დებიუტანტია – შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე საქართველოს ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ.

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს – რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, – ამის შესახებ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩეხეთს სპეციფიკური გუნდი ჰყავს და საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში.

„მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა.

მოთამაშეებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ, რისი გაკეთება მოგვიწევს.

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს. ვეცდებით, კიდევ მივაღწიოთ ამას! ამ შემადგენლობიდან ოცმა ფეხბურთელმა ჩემპიონატზე ითამაშა. იციან, მათგან ისეთივე მონდომებასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვთ. ფსიქოლოგია სამწვრთნელო პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც მთავარია.

ერთა ლიგა ზოგიერთი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ, მაღალი მიზნებისთვის რამდენად ვიბრძოლებთ”, – განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში, 10 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button