კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კაბალში 16 წლის გოგონას გატაცებაზე სამი პირი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 16 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე, პოლიციამ სამი პირი დააკავა. სამივე მათგანი ადგილობრივია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც, რომლის თანახმად, შესაძლოა, ბრალის დამძიმება მოხდეს.

შეგახსენებთ, 16 წლის გოგონას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გოგონა, რამდენიმე ახალგაზრდამ, ძალის გამოყენებით, ქუჩიდან ავტომანქანით გაიტაცა და დაუდგენელი მიმართულებით გაუჩინარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button