მნიშვნელოვანირეგიონი
კაბალში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაჭრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში- დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი.
შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა
28 წლის ელნურ ქასიმოვს, თანასოფლელმა დანით 3 ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარება საშუალოზე მძიმეა თუმცა მის სიცოცხლეს ს საფრთხე არ ემუქრება.
სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.