კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კაბალში ხელყუმბარის აფეთქების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი  სახლის ეზოში ასაფეთქებელი მასალის შეგდებისათვის, პოლიციამ  ორი პირი დააკავა.

ერთი დაკავებული, კაბალში მცხოვრები 37 წლამდე მამაკაცი, მეორე კი  ლაგოდეხში მცხოვრები პირია.

იმზარ მამედოვი მომხდარზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება  ბიზნეს დავას უკავშირდება.

მამედოვის ახლობლები ფიქრობენ, რომ ხელყუმბარა სროლისა და აფეთქების ფაქტი,  მის ყოფილ  ბიზნეს პარტნიორს, წარსულში  სოფელ კაბალის რწმუნებულის,  ჯემალ ნიაზოვის ოჯახს უკავშირდება.

თავად  ნიაზოვი მომხდართან  კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ  მამედოვთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შემთხვევა სოფელ კაბალში, 4 ოქტომბერს მოხდა.

იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა ისროლეს.  ერთი ადგილზევე აფეთქდა.

აფეთქების შედეგად, მაედოვების ოჯახის კუთვნილი  ავტომობილი, საცხოვრებელი სახლის კარ-ფანჯარა და დამხმარე ნაგებობის ნაწილი დაზიანდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button