მნიშვნელოვანირეგიონი

პატარა ფოთში ავარიას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა , როცა ისინი ქუჩას კვეთდნენ.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც ირკვევა გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები არიან.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button