მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კაბალში „საბითუმო ბაზარი” მოეწყობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში, სადაც მოსახლეობის უმეტესობას კიტრის მოსავალი მოჰყავს და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა რეალიზაციის პრობლემა შექმნა, სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილე ჩავიდა. სოლომონ პავლიაშვილი ბოსტნეულის მწარმოებლებს შეხვდა.

ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ 27 აპრილიდან სოფელ კაბალში ფერმერებისა და დისტრიბუტორებისთვის ე.წ. “საბითუმო ბაზარი” მოწყობა, რაც მოსავლის ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესს გაამარტივებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა ათეულობით ფერმერი უკვე დააზარალა. რამდენიმე მათგანის შესახებ რადიო “ჰერეთმა” უკვე გიამბოთ.

აღსანიშნავია, რომ ამ ამბების ეთერში გასვლის შემდეგ ფერმერთა მდგომარეობა შეიცვალა. მაგალითად, კაბალში მცხოვრებ ფერმერს, მახმად ისმაილოვს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს სპეციალური საშვი, რომლითაც ავტოტრანსპორტით გადაადგილებასა და მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ფერმერის პრობლემაზე რადიო ჰერეთმა მასალა 22 აპრილს მოამზადა. ისმაილოვს, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ავტოტრანსპორტით მიმოსვლის აკრძალვის გამო, კიტრის უხვი მოსავალი უფუჭდებოდა და საშვის მიღებას ვერ ახერხებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button