კაბალში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა [Photo]

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

როგორც “ჰერეთს” მინისტრმა განუცხადა, დღეიდან 40 ათასამდე მომხმარებელს ცენტრი 200-ზე მეტ სერვისს შესთავაზებს, მათ შორის, გასცემს პენსიებს, დაბადების, პირადობის და ქონების რეგისტრაციის მოწმობებს.

მინისტრის თქმითვე, ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით და მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს უფასო ინტერნეტ მომსახურებით და ელექტრონული ბიბლიოთეკით.

ახლადგახსნილმა ცენტრმა დღეს პირველი წყვილის ქორწინების რეგისტაციაც მოახდინა.

კაბალში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22870″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1447422627573″]

მსგავსი პოსტები

Back to top button