კაჭრეთში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის თვითმხილველების ინფორმაციით, გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებული 2 ადამიანი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ და ექიმების ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button