სპორტ-ნიუსისპორტი

კადისთან მატჩის წინ, ენდობა თუ არა ბორდალასი მამარდაშვილს?

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური მატჩის წინ,სადაც ვალენსია კადისს მასპინძლობს,- გუნდში კვლავ მეკარეების დილემაა.

დომენეკი თუ მამარდაშვილი?_ ეს კითხვა აწუხებს პირველ რიგში ვალენსიას მთავარ მწვრთნელს,ხოსე ბორდალასს.

ამ ორში არჩევანი იმიტომაა,რომ რივერო იჯარით გასხვისებულია, სილესენი კი,- ტრავმირებული.

2 თებერვლის მატჩის წინ ესპანური გამოცემა “მარკა” წერს,რომ ყველაფრის გათვალისწინებით,მეტი შანსი ქართველ გოლკიპერს აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც დომენეკმა წინა შეხვედრა პირდაპირი მნიშვნელობით ჩააგდო.

ანალოგიური კითხვა “მარკამ” მკითხველებსაც დაუსვა.ვალენსიას ქომაგების 79 პროცენტი მხარს გიორგი მამარდაშვილს უჭერს.

სავარაუდოდ,კლუბის თავკაცი შანსს 21 წლის ქართველს მისცემს,თუ ბოლო მომენტში არ გადაიფიქრა,- წერს “მარკა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button